Feeds:
Posts
Comments

მაშდამე მოგეხსენებათ, რომ ამა წლის 22 დეკემბერს შედგა კონცერტი როკ კლუბში. მიუხედავად იმისა, რომ სურათები, რომლებიც მოვიპოვე ამ დროისათვის, არაა ბევრი და ძირითადად ასახავს ე.წ. ”ვორმაპს”, ან ”რაზაგრევს” ან სულაც გახურების პროცესს, მაინც მინდა დავყარო, პატარა სლაიდშოუს სახით. დატკბით…


| View Show | Create Your Own

გვეღირსა

ეღირსა როკ კლუბს გახსნა, როგორც იქნა და ჩვენი კონცერტიც, რომელიც წინა ორშაბათს უნდა ყოფილიყო, გადმოვიდა ავტომატურად 22 დეკემბერს, ანუ ხვალ, ასევე ორშაბათს, საღამოს 7 საათზე. გელოდებით…

agonia-afisha-21122008

ბლიად, გუშინ მივედი როკ კლუბში და დამხვდა ფანტასტიური ამბავი, თურმე ჯერ რემონტი არ არის დასრულებული და ამიტომ ჯერ გახსნა არ იქნება, შესაბამისად ჩვენი კონცერტიც, რომელიც დღეს უნდა ყოფილიყო, არ იქნება. ახალ თარიღს შეგატყობინებთ, ბუძწე ნა ჩიკუ :)

პროსტა ტეხავს რა…

agonia-afisha-15122008-cancel

15 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე (ზუსტად 7 საათზე) შედგება აგონიას კონცერტი განახლებულ როკ კლუბში, რუსთაველის 28 (ოპერის პირდაპირ). ჯგუფი გამოვა განახლებული რეპერტუარით, იქნება დრაივი და სლემი. არ გამოტოვოთ ეს კონცერტი. გახურებაზე (ე.წ. რაზაგრევზე) გამოვა გოგოების ბენდი ”მირორ ილუჟენი”.

აგონია-აფიშა

გთავაზობთ პატარა (5 წუთიან) ფრაგმენტს კონცერტიდან. ვიდეო, ცოტა არ იყოს, უცნაურადაა გადაღებული, თუმცა ეს ხელს არ უშლის მის ყურებას. ასე რომ დატკბით, ჯგუფი აგონია 25 ოქტომბრის კონცერტზე.

Direct link: http://www.youtube.com/watch?v=SRdF56016iE

მაშ ასე, კონცერტიც ჩატარდა. რაღა თქმა უნდა იმას, რომ ყველაფერი ისე არ მომხდარა, როგორც თავიდან იყო დაგეგმილი. კონცერტი დაიწყო, ტრადიციულად, ერთი საათით გვიან, საღამოს 5 საათზე, თუმცა მიზეზი საკმაოდ არატრადიციული იყო – სამხატვრო აკადემიაში არ იყო შუქი, რის გამოც კონცერტის საერთოდ ჩაშლის ვარიანტიც განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ სცენაზე კუნფუჯანკი ავიდა და ამოქოქა. შემდეგი გამოვიდა ტელესკოპი, მერე ჯორჯიანსი და რიგით მეოთხე – აგონია.

არ მინდა ძალიან უმადურად გამომივიდეს, მაგრამ ამ კონცერტსაც, ისევე როგორც თითქმის ყველას, აკლდა ორგანიზება. არა, ბილეთების ყიდვა და შემოსვლა არ ყოფილა პრობლემა, არც დაცვა ბურღავდა ტვინს იმით, რომ სცენასთან ახლოს მისვლა არ შეიძლება და მუსიკოსებს ხელს ნუ კიდებთო, საერთოდ არ შემიმჩნევია იქ ახლოში დაცვა, თუმცა ყველა ისე იქცეოდა, როგორც საჭიროა. როგორც შევატყვე, დაცვის არსებობა უფრო უშლის ხელს კონცერტის ნორმალურად ჩატარებას, ვიდრე ბექგრაუნდზე მდგომი დაცვა. ასეა თუ ისე, ყველა კარგად იქცეოდა, მუსიკოსების გარდა. აქ გამოჩნდა ორგანიზების სისუსტე – მიუხედავად წინასწარი შეთანხმებისა, რომ თითო ჯგუფს უნდა დაეკრა ოცი წუთი (თავის აწყობიან-დაშლიანად),  ყველა უკრავდა იმდენს და იმდენი ხანი, სანამ შემდეგი ჯგუფი ძალიან არ აღშფოთდებოდა და ძალით ჩამოყრიდა სცენიდან. ასე, პირდაპირ ვიტყვი, რომ არ შეიძლება.

რაც შეეხება აგონიას, დრაივი დაიდო. მიუხედავად ჯგუფის მცირედი პრობლემებისა, რის გამოც რაღაც პერიოდის განმავლობაში ისინი ვერ ახერხებდნენ რეპეტიციებს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. თუმცა ნამდვილი მუსიკოსისთვის ”ვერ ვირეპეტიციე და ამიტომ ვერ ვუკრავ” რომ გამართლება არ არის, ეს დროა ყველამ შეიგნოს უკვე, თუმდაც აგონიას მაგალითზე.

რაც შეეხება ფოტო და ვიდეომასალას. სურათები არ ვიცი ვინ გადაიღო და რამდენი, ასე რომ ჯერჯერობით სრულ სიცარიელეში ვარ, ვიდეო კი გადაღებულია და ორიოდე დღეში დავარელიზებ კიდეც, რაღა თქმა უნდა აქვე, ამავე ბლოგზე, ასე რომ ელოდეთ.

ბოლოს კი მინდა ყველას დიდი მადლობა მოგახსენოთ, ვინც მოახერხეთ და გამონახეთ დრო და სახსრები და დაგვაფასეთ თქვენი კონცერტზე მოსვლით.

მაშ ასე, ქალბატონებო და ბატონებო, მინდა გაგახაროთ და გულიც გავიხარო და გაუწყოთ, რომ ამა წლის 25 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის სამხატვრო აკადემიაში, რომელიც რომ მდებარეობს გრიბოედობის ქუჩაზედ, საღამოს 4 საათზე თბილისისვე დროით გაიმართება დიადი კონცერტი, თუმცა არა, კონცერტი არ ქვია ამას, უფრო ფესტივალი, რომელზეც გამოდის ათიოდე ქართული ჯგუფი, მათ შორის ჯგუფი აგონია.

კონცერტი იმართება სამხატვრო აკადემიის ეზოში და გამომდინარე იქედან, რომ ჯგუფები ბევრი იქნება, კონცერტიც დიდხანს გასტანს, დაიდება სლემი, დრაივი და სხვა უცნაური სიტყვები. კონცერტზე შემოსასვლელი ბილეთის ფასია 5 ლარი და მისი შეძენა შეგიძლიათ ნოუ კამპის სტადიონზე და სამხატვრო აკადემიის ჭიშკართან. შეგიძლიათ მოხვიდეთ როგორც ფხიზლები ან ნაკლებად ფხიზლები, ასევე აბსოლუტურად მთვრალებიც, ვისაც როგორ გაგისწორდებათ. მოკლედ, ბევრს აღარ ვილაპარაკებ, არც იმას აღვნიშნავ, რომ კონცერტის ორგანიზატორია კეშა & Co. და არც იმას, რომ კონცერტზე დასწრება სავალდებულოა, უბრალოდ ამხანაგი (მეცნიერმუშაკი) დადას მიერ გაკეთებულ პოსტერს, იგივე აფიშას, იგივე ფლაერს დავდებ და შეგეძლებათ თქვენი თვალით დატკბეთ ამ ყველაფრით.

თქვენ ასევე შეგიძლიათ ამ თემის განხილვა ფორუმზე (ჯასტ კლიკ).

ჯგუფმა აგონიამ აგვისტოს ბოლოს ჩაწერა ახალი სიმღერა, ”You are the next”,  რომელიც უძღვნება, თუ შეიძლება ასე ითქვას, აგვისტოს ომს, რუსეთსა და საქართველოს შორის. ეს არის მესიჯი მსოფლიოსთვის, რომ ისინი რუსეთის სიაში შემდეგები არიან, თუკი დროზე არ მოუხმობენ ჭკუას.

წარმოგიდგენთ ამ სიმღერის ვიდეოვერსიას.

on YouTube

on Google Video

Poster

პოსტერი სახელად ”Kiss my ass”

17 მაისი 2008, ლაივი როკ კლუბში, სიმღერა ”I want to be OK”. დატკბით :)

ლინკი ვიდეოზე: http://www.youtube.com/watch?v=0CQKQQ6iorg

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.